Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე თაყაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1886-1893), თბილისის სასულიერო სემინარიაში (1893-1900), დერპტის ვეტერინალურ ინსტიტუტში (1900-1907). 1893 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეთა ამბოხებაში მონაწილეობისათვის ერთი წლით გარიცხეს, ხოლო დერპტის ინსტიტუტიდან 1903 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის ორჯერ. ამიერკავკასიაში მუშაობდა ვეტექიმად. დაწერილი აქვს პიესები: "სამშობლოს ასული" (1917 წელს რეჟისორ გიორგი ჯაბადარს გადაეცა დასადგმელად, გაიარა ცენზურა), "მსხვერპლი მოვალეობისა", "კაცის მდგომარეობა". კონსტანტინე თაყაიშვილის მოთხრობები: "პეტრეს დარდი", "გაბოს სიხარულის ცრემლი" გამოქვეყნდა 1923 წელს გაზეთში "მიწის მუშა". მეცხოველეობა-მეფრინველეობის შესახებ 1923-1924 წლებში აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.286
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |