Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ნაცვლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1967 წელს; საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება და მიენიჭა ჟურნალისტის კვალიფიკაცია 1979 წელს. 1968-1970წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მატერიალური ბალანსების განყოფილებაში ინჟინრად; შემდეგ ტრესტ "საქსოფელმშენკომპლექტში" უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამეცნიერო-კვლევით დარგობრივ ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1984 წელს ქ. მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერატაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1968-2018წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრაზე პედაგოგ-დოცენტის წოდებით, შემდეგ არჩეულ იქნა სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, სრულ პროფესორად; 2013-2017წწ. იყო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი; 1976-1977წწ. მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების რიგი პუნქტების დამუშავებაში, რომლებიც შემდგომ დაინერგა შიგა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების პროექტირებისათვის; 1978 წელს მონაწილეობდა რიგ საკავშირო დაქვემდებარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, დამპროექტებლისათვის დამხმარე რეკომენდაციების შედგენის სამუშაოებში, წყლის საანგარიშო ხარჯების განსაზღვრისთვის, რომელთა შედეგებიც აისახა შესაბამის სამშენებლო ნორმებსა და წესებში; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სფეროს საკითხების დამუშავებაში; ავტორია 2 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 3 გამოგონების, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული 80-მდე სტატიისა და 2 საგრანტო ნაშრომის; არის ქ. თბილისის ნ. ირბახის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დეკანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 209-210 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |