The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა თიკანაძე

Other name:ანა პავლიაშვილი
ანიკო  (Pseudonym)
Date of birth:7 October, 1880  (144 years)
Date of death:19??
Category:Translator, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა მესამე გიმნაზია. მან საგანგებოდ შეისწავლა ბრაილის შრიფტი; "დედა ენა" და ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები ამ შრიფტზე გადაიტანა; შეადგინა ქართველ ქალთა წრე, რომლებიც უსინათლოებს მორიგეობით უკითხავდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. 1905 წელს "ავჭალის აუდიტორიის" (სახალხო თეატრი) გამგეობის წევრად აირჩიეს. 1902 წელს, სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ქალთა სკოლის დაარსებაში, სადაც ღარიბ ბავშვებს ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, შემდეგ ეს სკოლა "განათლების საზოგადოებად" - ოთხკლასიან სასწავლებლად გადააკეთეს, მონაწილეობა მიიღო თამარის სახელობის ქალთა რვაწლიანი საოსტატო სემინარიის და სამხატვრო სკოლა-სახელოსნოს დაარსებაში; 6 წელი სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა მოლარე-ბუღალტრად. მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში და სასწავლებლების დაარსებაში. 20 წელი უანგაროდ იმსახურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში. საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილში" ანიკოს ფსევდონიმით აქვეყნებდა მოთხრობებს. დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.303


Share: