The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ პაიჭაძე

როლანდ პაიჭაძე
Date of birth:8 November, 1951  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1974 წელს.

1974-2001წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, ჩოხარტაურის რაიონში; 2002 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. თბილისში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანია "თბილისში"; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი საასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: ჩაის ფაბრიკები, კულტურის სახლები და საბავშვო ბაღები ჩოხატაურის რაიონში, ასევე სანატორიუმი კურორტ ნაბეღლავში; მუშაობდა "ბაქო-ჯეიჰანის" ნავთობსადენის მშენებლობაზე, ბ. პაიჭაძის სახელობის "დინამოს" სტადიონის (ამჟამად "დინამო არენა") და ქ. სიღნაღის ცენტრის რეკონსტრუქციაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები, ყოვლადწმინდა "სამების" საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს პატრიარქის "მადლობის სიგელი".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 216


Share: