Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ კიკიანი![]()
Biographyგრიგოლ სოლომონის ძე კიკიანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სკოლის იუნკერთა სასწავლო ასეულის საინჟინრო ოცეულის უფროსი კურსის იუნკერი. დაიჭრა ბოლშევიკებთან შეტაკებაში, 1920 წლის 2 მაისს, ბოლშევიკთა ჯგუფის მიერ სამხედრო სკოლაზე თავდასხმის დროს. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს მეორე ომში. სამხედრო სკოლის შემადგენლობაში იბრძოდა კოჯორი-ტაბახმელას ფრონტზე. 1921 წლის მარტიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, დატოვა საქართველო და სხვა იუნკრებთან ერთად გაემგზავრა ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ გადავიდა პოლონეთში, სადაც გააგრძელა სამხედრო სამსახური. პოლიტიკური ემიგრანტი, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო სამსახურის ოფიცერი, როტმისტრი. წყარო: სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე / მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე.-თბ, 2018.- გვ.85 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |