The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:1694
გარდაცვ. თარიღი:1771  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

გიორგი ზუბალაშვილი დაიბადა 1694 (სხვა ვერსიით 1696) წელს. მან ქართული წერა-კითხვა, ანგარიში შეისწავლა გორში მოღვაწე კათოლიკე მღვდლებთან. (1670 წელს გორში, კათოლიკური ეკლესიის გვერდით გაუხსნიათ სამრევლო სკოლა, სადაც პირველდაწყებით განათლებას ღებულობდნენ იქ მცხოვრები ზუბალაშვილებიც). გიორგი ზუბალაშვილმა ხელი მოჰკიდა ვაჭრობას და მამის საქმიანობა გააგრძელა. რამდენადაც იმ დროისათვის ვაჭრებსა და ხელოსნებს ქართლში კარგი პირობები ჰქონდათ, გიორგიმაც (თავის საქმეში ალღოიანმა და უნარიანმა) დიდი ქონება დააგროვა, გადმოცემის მიხედვით, გორში გადმოსახლებული ზუბალაშვილები იმთავითვე გამოირჩეოდნენ რწმენის ერთგულებით, კათოლიკური აღმსარებლობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით. ამ საქმეში დიდი როლი უთამაშია აგრეთვე გორელ პატრს - ტულუკაანთ დავითას (მას სასულიერო განათლება რომში ჰქონდა მიღებული). აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკურად უკვე მოძლიერებული ზუბალაშვილების ფინანსური მხარდაჭერით პატრ დავითას 1733 წელს რომში ქართულ ენაზე დაუსტამბავს "საქრისტიანო მოძღვრება", რომელიც ისევ ზუბალაშვილებს ჩამოუტანიათ საქართველოში და გაუვრცელებიათ. საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, გიორგისა და მის მეუღლეს თამარს ჰყოლიათ 8 შვილი: პეტრე, ფელიქსი, ფრანცისკე, ანნა, იერონიმე, ივანე, მარიამი, ნათელა (ზ. ჭიჭინაძე). გიორგი ზურაბის ძე ზუბალაშვილი თავისი დროისათვის გორში ერთ-ერთი ცნობილი პირი იყო. მას პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ მეფე-დიდებულებიც. კათოლიკეთა მრავალსულიანი ოჯახი გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, პატიოსანი საქმიანობით, რწმენის ერთგულებით, რწმენისა, რომელიც ყოველთვის უქადაგებდა მრევლს კაცთმოყვარეობასა და გაჭირვებულთა შემწეობას.  გიორგის სახლი გორის კათოლიკეთათვის ეკლესიადაც ყოფილა გამოყენებული წირვა-ლოცვისა თუ სხვა რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად. მაგალითად, ამ სახლში მოუნათლავს 1767 წელს ანდრია ზუბალაშვილი პატრს - გიორგი მთვარინელს. გიორგი ზუბალაშვილის შვილები ყოფილან საქმიანი და კეთილშობილი ადამიანები. მაგალითად, ფრანცისკე გიორგის ძეს იცნობდნენ როგორც ტყვეთა დამხსნელს, საოცრად სათნოსა და გაჭირვებულთა დამხმარეს, გარდა ამისა, იგი მებატონისაგან ხშირად გამოისყიდდა ყმებს და ათავისუფლებდა თურმე; ხოლო ივანე გახლდათ საქართველოს ისტორიაში ერთერთი პირველი ქართველი დიდვაჭარი და ქველმოქმედი. 

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.33-35 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: