Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ზუბალაშვილი![]()
Biographyდავით ზუბალაშვილი ირიცხებოდა XVIII საუკუნეში გორის წარჩინებულ მოქალაქეთა სიაში არა მხოლოდ დიდი შეძლების, საუკეთესო სახლისა და მამულების გამო, არამედ პატიოსნებით, კეთილშობილებით, ღარიბთა შეწყალებითა და, რაც მთავარია, თანამოქალაქეთა საერთო ინტერესებზე ზრუნვით. დავითი საოცრად მორწმუნე კაცი ყოფილა, როცა გორიდან მეფე თეიმურაზის ბრძანებით გააძევეს უცხოელი კათოლიკე მღვდელები და იქაურ კათოლიკეებს წაართვეს ეკლესიაც, გორელი კათოლიკენი სალოცავად მაინც იკრიბებოდნენ დავით ზუბალაშვილის ოჯახში, მისი სახლის ერთ დიდ დარბაზში (ზ. ჭიჭინაძის ცნობით, ეს დარბაზი მოგვიანებით გადააკეთეს გორის საოსტატო სემინარიის თათარ მოსწავლეთა განყოფილების საცხოვრებელ ბინად). რადგან მაშინ ქადაგებისა თუ სხვა რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად ახალციხიდან იწვევდნენ უცხოელ პატრებს, ასეთი ვითარების გამო ეკლესიის ხარჯებს, თანხას მღვდლების სამგზავრო თუ სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის დავით ზუბალაშვილი იხდიდა. კათოლიკე ზუბალაშვილთა ამგვარი კეთილი საქმეების შესახებ პატრები პაპსაც აცნობებდნენ ხოლმე. ამიტომ იყო, რომ 1770 წელს პაპმა გორის ზუბალაშვილებს ლოცვა-კურთხევა და შენდობის წერილი გამოუგზავნა. ქველმოქმედი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.37 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |