Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ზუბალაშვილი![]()
Biographyმიხეილ (ნათლობის სახელი მიქელი, ლათინი მოძღვრების პატივსაცემად დარქმეული) ზუბალაშვილმა ოჯახში შეითვისა შრომისმოყვარეობა, პატიოსანი ცხოვრება-საქმიანობის ჩვევები, მიიღო თავისი დროისათვის საჭირო განათლება და ძმებთან ერთად ჩაება აღებ-მიცემობაში; იგი ეწეოდა წარმატებულ ვაჭრობას რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია). მიხეილმა ცოლად შეირთო ცნობილი თავადის, კათოლიკე თუმანიშვილის ასული ნატალია. მათ ოჯახშიც, საგვარეულო ტრადიციისამებრ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ შვილების სწავლა-განათლებას, რადგან მიაჩნდათ, რომ მხოლოდ გონიერი, ცოდნით აღჭურვილი ადამიანი დაიმკვიდრებდა საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს და ქვეყანასაც მოუტანდა სარგებლობას. მიხეილს ჰყავდა ორი ვაჟი: ზაქარია და თომა (სხვა ცნობით: ზაქარია, ალექსანდრე და თომა). მიხეილ ივანეს ძე ზუბალაშვილი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.45 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |