The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამინ მიქაბერიძე

რამინ მიქაბერიძე
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1944  (81 წლის)
კატეგორია:არტისტი, მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

1963-1967წწ. სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მომღერალ-სოლისტად. მოგვიანებით იგი გადავიდა სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავში", სადაც ყველაზე მეტად გამოჩნდა მისი ნიჭი და შესაძლებლობა აღნიშნულ ანსამბლებში მისი პარტნიორები იყვნენ: ჰამლეტ გონაშვილი, ილია ზაქაიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ირაკლი მათიკაშვილი და სხვანი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რამინ მიქაბერიძის პედაგოგიური და სალოტბარო მოღვაწეობა, იგი ერთ-ერთი დამაარსებელია ბიჭუნათა ანსამბლ "მართვესი" (ანზორ ერქომაიშვილთან ერთად). მან აღზარდა მთელი თაობა ახალგაზრდებისა, რომლებიც დღეს მღერიან ფოლკლორულ გუნდებში და თვითონ ხელმძღვანელობენ ფოლკლორულ ანსამბლებს. სხვადასხვა დროს რამინ მიქაბერიძე მოღვაწეობდა: უმაღლესი კატეგორიის სოლისტ-მომღერლად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, მოგვიანებით "ერისიონად" წოდებული (1967-1978); 1979-2002წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "რუსთავში"; ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში "გორდელა"; ხელმძღვანელობდა ანსამბლებს: ვაჭრობის კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა გუნდს (1963-1967); მაუდის კომბინატთან არსებულ მომღერალთა გუნდს (1964-1967); საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რესპუბლიკური კულტურის სახლთან არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდს (1967-1997); განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლთან არსებულ ვაჟთა ვოკალური ანსამბლს (1970-1980); ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლ "თბილისს" (1978-1985); ბავშვთა ფოლკორული ანსამბლი "მართვეს" (1978-1990); ჩოხატაურის რაიონის ვაჟთა ვოკალური სახალხო ანსამბლი "ნაბეღლავს" (1980-1990); გაერთიანება "მიონთან" არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "დიდგორს" (1985-1995); ანსამბლ "იბერიას" (1992-1998); ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლს (1998-2006); ბათუმის ვაჟთა ვოკალური ანსამბლს (2000-2005); ბავშვთა ფოლკლორულ გუნდებს: "საგალობელი" (1993-2014), "პატრიარქის ნათლულები" (2017); ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლს "ჭონა" (2006-2012); საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა ანსამბლს (2010-2014); უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "კრწანისს". მისი აღზრდილები აქტიურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებს საქართველოს მაშტაბით. რამინ მიქაბერიძე ჭეშმარიტად სახალხო მომღერალია, ღვაწლმოსილი ლოტბარი და პედაგოგი, მისი ხმა კოსმოსშიც გაისმის, რამინ მიქაბერიძემ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველ მომღერალთა და მოღვაწეთა შორის, მისი ხმა შთამომავლობას გაჰყვება საუკუნოდ.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ხელოვნების ქურუმი
  • 2014 - ქართული კულტურის რაინდის წოდება
  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
  • პრემია "საგურამო" (ნომინაცია-ხელოვნება)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ალბერტ შვაიცერის სახელობის საერთაშორისო პრემია
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: