Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამინ მიქაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. 1963-1967წწ. სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მომღერალ-სოლისტად. მოგვიანებით იგი გადავიდა სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავში", სადაც ყველაზე მეტად გამოჩნდა მისი ნიჭი და შესაძლებლობა აღნიშნულ ანსამბლებში მისი პარტნიორები იყვნენ: ჰამლეტ გონაშვილი, ილია ზაქაიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ირაკლი მათიკაშვილი და სხვანი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რამინ მიქაბერიძის პედაგოგიური და სალოტბარო მოღვაწეობა, იგი ერთ-ერთი დამაარსებელია ბიჭუნათა ანსამბლ "მართვესი" (ანზორ ერქომაიშვილთან ერთად). მან აღზარდა მთელი თაობა ახალგაზრდებისა, რომლებიც დღეს მღერიან ფოლკლორულ გუნდებში და თვითონ ხელმძღვანელობენ ფოლკლორულ ანსამბლებს. სხვადასხვა დროს რამინ მიქაბერიძე მოღვაწეობდა: უმაღლესი კატეგორიის სოლისტ-მომღერლად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, მოგვიანებით "ერისიონად" წოდებული (1967-1978); 1979-2002წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "რუსთავში"; ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში "გორდელა"; ხელმძღვანელობდა ანსამბლებს: ვაჭრობის კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა გუნდს (1963-1967); მაუდის კომბინატთან არსებულ მომღერალთა გუნდს (1964-1967); საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რესპუბლიკური კულტურის სახლთან არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდს (1967-1997); განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლთან არსებულ ვაჟთა ვოკალური ანსამბლს (1970-1980); ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლ "თბილისს" (1978-1985); ბავშვთა ფოლკორული ანსამბლი "მართვეს" (1978-1990); ჩოხატაურის რაიონის ვაჟთა ვოკალური სახალხო ანსამბლი "ნაბეღლავს" (1980-1990); გაერთიანება "მიონთან" არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "დიდგორს" (1985-1995); ანსამბლ "იბერიას" (1992-1998); ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლს (1998-2006); ბათუმის ვაჟთა ვოკალური ანსამბლს (2000-2005); ბავშვთა ფოლკლორულ გუნდებს: "საგალობელი" (1993-2014), "პატრიარქის ნათლულები" (2017); ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლს "ჭონა" (2006-2012); საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა ანსამბლს (2010-2014); უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ "კრწანისს". მისი აღზრდილები აქტიურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებს საქართველოს მაშტაბით. რამინ მიქაბერიძე ჭეშმარიტად სახალხო მომღერალია, ღვაწლმოსილი ლოტბარი და პედაგოგი, მისი ხმა კოსმოსშიც გაისმის, რამინ მიქაბერიძემ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველ მომღერალთა და მოღვაწეთა შორის, მისი ხმა შთამომავლობას გაჰყვება საუკუნოდ. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.197 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |