Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ტონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ქ. ვორონეჟის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს. 1965-1974წწ. მუშაობდა ქ. ვორონეჟის სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენი"-ს №7 სამშენებლო სამმართველოში ბრიგადირად, ოსტატ მშენებლად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1974-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სპეცმშენის", ჯერ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, შემდეგ წლებში № 28б 22 და №132 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად (ქ. ფოთი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი); 1984-2008წწ. იყო შპს "თბილისის წყლის" მშენებლობის დირექტორი; 2009 წლიდან არის შპს "ენსისი"-ს მშენებლობის დირექტორი; უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი მნიშვნელოვანი სპეციალური და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: ქ. ნოვოვორონეჟის ჰიდროელექტროსადგურის, ადმინისტრაციული შენობების, წყალსადენისა და საკანალიზაციო მაგისტრალური ქსელებისა და სატუმბო სადგურების მშენებლობაში ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე (რუსეთის ფედერაცია); ხელმძღვანელობდა ჟინვალის, ბულაჩაურის, მუხრანის ველის, ნატახტრისა და საგურამოს წყალსადენების შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, ქ. თბილისის წყალსადენის დიდი დიამეტრის მაგისტრალური ქსელების, სატუმბო სადგურებისა და რეზერვუარების, შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას; აგრეთვე, ქ. რუსთავის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის საკანალიზაციო ქსელების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას; ხელმძღვანელობს სხვადასხვა მაგისტრალური და საქალაქო ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 242-243
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |