Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ახალაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1980 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში" ინჟინრად, შემდეგ უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჟინვალჰესის და ხუდონჰესის მუშა პროექტების, ნამახვანის, გონეთისა და ტვიშისჰესების ტექნიკური პროექტების, ენგურჰესის, ლაჯანურჰესის, ტყიბულჰესის, რიონჰესის, ხრამჰესი 2-ის და ზაჰესის რეკონსტრუქციის პროექტების შემუშავებაში; 1992-1996წწ. მუშაობდა კომპანია "საქენერგოს" საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად; 1996-1997წწ. კომპანია "საქენერგოგენერაციის" სარეაბილიტაციო პროექტების აღმასრულებელ მენეჯერად. აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან, საინვესტიციო პროექტების მომზადების და ელექტროენერგეტიკული სექტორის რეკონსტრუქციის საკითხებზე. 1997-2002წწ. შპს "სათბობ-ენერგეტიკული პროექტების მომამზადებელი და აღმასრულებელი სააგენტოს" დირექტორის მოადგილეა. ამავდროულად არის გერმანიის საკრედიტო ბანკ KFW-თან საქართველოს ენერგო სექტორში ფინანსური თანამშრომლობის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინატორი; 2002-2007წწ. სსიპ "ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის" დირექტორის მოადგილე/კომპანენტების მენეჯერი. მონაწილეობს აღრიცხვის თანამედროვე სისტემების დანერგვის და გადაცემის სისტემის რეაბილიტაციის პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში; 2007-2010წწ. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" პროექტების აღმასრულებელი მენეჯერია; 2010 წელს დაინიშნა შპს "ენერგოტრანსის"ტექნიკურ დირექტორად, სადაც მისი მონაწილეობით განხორციელდა "შავი ზღვის გადაცემის სისტემის" პროექტი, რომლის მიხედვით აშენდა და 2013 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 500/400/220კვ. ქს ახალციხე, აღჭურვილი ულტრა თანამედროვე მოწყობილობებით, 2X350 მუდმივი დენის ჩანართით და 360მვა სიმძლავრის სინქრონული კომპენსატორებით; 2013 წლიდან მუშაობს ჯვარი-ხორგას 500/220კვ. ქსელისა და 500კვ. ეგხ ქსანი-სტეფანწმინდას საინვესტიციო პროექტებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 24-25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |