The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ქარელი

ლევან ქარელი
Date of birth:1919  (106 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ 14 წლისამ; იყო დურგლის მოსწავლე, შემდეგ გაზეთის დამტარებელი; 1936 წელს შევიდა ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინსტიტუტში (შემდეგ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი); იგი ბოლო კურსზე იყო და დიპლომზე მუშაობდა, როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი; შეწყვიტა დიპლომზე მუშაობა და ნებაყოფლობით წავიდა ფრონტზე; ომის დამთავრების შემდეგაც არ მიეცა საშუალება დიპლომზე მუშაობის გაგრძელების; ქვეყანა საწიროებდა საინჟინრო კადრებს დანგრეული სახალხო მეურნეობის აღსადგენად; იგი ხელმძღვანელობდა ომისგან დანგრეული ხიდების აღდგენას ქ. ოდესაში და დნეპრისპირეთის რკინიგზაზე, მდინარე სამხრეთ ბურგზე; ასევე მთავრობის დავალებით აწარმოებდა ხელოვნური ნაგებობებისა და მარცვლეულის საცავების მშენებლობას აკომლინსკის ოლქში; 1957 წელს მიეცა საშუალება დაეცვა დიპლომი და დაემთავრებინა ინსტიტუტი; დიპლომის წარმატებით დაცვის შემდეგ იგი ბრუნდება სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენში" და სათავეში უდგება №444 "ხიდმშენ მატარებელს"; იწყებს ქ. ნიკოლაევში მდინარე სამხრეთ ბუგზე უნიკალური, გასახსნელი რკინაბტონის ხიდის მშენებლობას ანაკრეფი კონსტრუქციებით, რომელიც დაამთავრა 1962 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 249

Awards and Honors

  • ლენინური პრემია

Share: