Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი ქვრივიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1979 წელს. 1979-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისა და სამონტაჟო გაერთიანება "საქბაგირგზის" საძიებო განყოფილების ინჟინრად; 1982-1983წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "მშენინდუსტრიის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1989-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენტრანსის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); 1991-1994წწ. მუშაობდა კოოპერატივ "ლაშხეთი"-ს დირექტორად; 1994-2005წწ. მუშაობდა შპს "ლიზინგში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 2005 წლიდან მუშაობს მის მიერ დაფუძნებული სამშენებლო ფირმა (შპს) "აზულა"-ს დირექტორის თანამდებობაზე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა არაერთი სამრეწველო, საზოგადოებრივი და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი. მათ შორის: ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატის საწარმოო და ადმინისტრაციული შენობები, ქვის გადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსი (ვაშლიჯვარში), დ. კოჯრის დასასვენებელი პარკის კომპლექსი, წყალსადენის ქსელები თავისი ხელოვნური ნაგებობებით სოფლებში - გამარჯვება, გაჩიანი, ვაზიანი, თელეთი და სააკაძე, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების რესტავრაცია სოფლებში აზულში და უდოში; მრავალწლიანი პროფესიული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 251
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |