Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგია ჭიჭოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიშო. უმაღლესი პედაგოგიური განათლება თბილისში მიიღო, მერე კი მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლადაც იმუშავა. 1939 წელს ჯარში გამოიძახეს, მაგრამ უარი თქვა, - "ამ ომში წამსვლელი არ ვარ, ეს რუსების დამპყრობლური ომია თავისუფალი ხალხების წინააღმდეგო", - და ტყეში ყაჩაღად გავარდა. 10 წლის მანძილზე იგი მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ებრძოდა კომუნისტურ წყობას და რეჟიმს; 1948 წელს ძალიან ახალგაზრდა, 29 წლისა ღალატით მოკლეს. საბჭოთა ხელისუფლება გ. ჭიჭოშვილის სახელის ხსენებას 1941 წლიდან კრძალავდა. 2011 წელს გამოქვეყნდა მიხეილ ღანიშაშვილის წიგნი "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი". გოგია ჭიჭოშვილი მიხა ხელაშვილთან ერთად მთავარი გმირია პოემისა "ბოლშევიკურად ჯვარცმულნი". ეს პოემა შესულია კრებულში "მე პოეზიის ანგელოზი მალაპარაკებს" (ავტ. ნოდარ ჟიჟიაშვილი). წყარო: საინფორმაციო პორტალი ambebi.ge: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |