The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელგუჯა შაფაქიძე

ელგუჯა შაფაქიძე
Date of birth:20 August, 1942
Date of death:18 February, 2023  (at 80 years)
Category:Inventor, Engineer, Mechanical Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1965 წელს ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.

1965-1966წწ. მსახურობდა სამხედრო ნაწილის რიგებში; 1967-1970წწ. სწავლობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის ასპირანტურაში ნიადაგდამამუშავებელი მანქანების კათედრაზე; 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1973-1981წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევითი ფაკულტეტის მექანიზაციის განყოფილების გამგედ; 1981-1987წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა, ხოლო 1987-2005 წლებში კი – ამავე ფაკულტეტის დეკანი; 1985 წელს მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1993 წელს - პროფესორის წოდება; 1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში აქტიურად ეწეოდა სასწავლო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; ხელმძღვანელობდა სასწავლო პროგრამებს დისციპლინებში "სასოფლო-სამეურნეო მანქანები (I ნაწილი)", "საგზაო და სამშენებლო მანქანები", "მეაბრეშუმეობის მექანიზაცია", "ჰიდროამძრავი სოფლის მეურნეობაში", "თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები სოფლის მეურნეობაში"; კითხულობდა ლექციებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სასაწავლო და საწარმოო პრაქტიკებს; 1998–2005წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2005–2013წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2012 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეაბრეშუმეობის ასოციაცია  BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში; 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, 2019 წლიდან კი აკადემიკოს-მდივანი. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. სამეცნიერო მიმართულება: სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მეაბრეშუმეობის მექანიზაცია. მეცნიერული შრომების რაოდენობა: 283, მათ შორის 8 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, 13 რეკომენდაცია. გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების რაოდენობა: 10 გამოგონება, 8 პატენტი, 6 რაციონალიზატორული წინადადება; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად და 2 დისერტაცია ტექნიკის აკადემიური დოქტორის წოდების მოსაპოვებლად. სამ2016 წელს მის ნაშრომს "საქართველოს მეაბრეშუმეობა – პრობლემები, რეაბილიტაცია, აღორძინება" მიენიჭა სსმმ აკადემიის პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო ნაშრომისათვის. მინიჭებული აქვს ექპერტის  წოდება აგროსაინჟინრო დარგში. ოთხი მონოგრაფია "მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პერსპექტივები საქართველოში" თანაავტორი; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების წარმოების რეკომენდაციები 170 ცალი, ავტორი, რეცენზენტი, რედაქტორი.

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2005-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2015-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1995-2015)
  • უმაღლესი სკოლის მეცნიერების საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (1997-)

Awards and Honors

  • 2006 - წლის ინჟინრის საპატიო წოდება
  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1988 - შრომის ვეტერანი

Bibliography


Share: