Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ თუშმალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პირველდაწყებითი საქალაქო სკოლა და სახელოსნო სასწავლებელი 1897 წელს. მუშაობდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოში ზეინკლად და იარალოვის ქარხანაში, თბილისის წყალსადენის სახელოსნოში, სადაც 1926-1927 წლებში წყალსაზომთა გაუმჯობესებისათვის დააჯილდოვეს. 1898 წლიდან იყო რსდმპს წევრი, სადაც ასრულებდა ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებს, 1900 წელს რკინიგზის გაფიცვაში აქტიური მონაწილეობისათვის დაპატიმრებულიც იყო. მიხეილ თუშმალიშვილი დაუახლოვდა "ავჭალის აუდიტორიას" (სახალხო თეატრი) და სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა ქართულ სახალხო თეატრს, იყო მოკარნახე ჯერ "ავჭალის აუდიტორიაში", შემდეგ ზუბალაშვილების სახალხო სახლში, ავლაბარში და სხვ. შესრულებული აქვს როლები: კაკულა ("პეპო"), პეტკა ("ციმბირელი პაპა"). 1919 წლის 5 მაისს სახალხო სახლმა მისი 25 წლის მოღვაწეობის იუბილე აღნიშნა. 1921 წლიდან მონაწილეობდა თეატრალურ-კულტურულ ღონისძიებებში. იყო პროფკავშირების პრეზიდიუმის წევრი, ოპერის თეატრის პოლიტ-სამხატვრო საბჭოს წევრი, თვითმოქმედი თეატრის პოლიტსაბჭოს წევრი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.370 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |