The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბელ იაშვილი

აბელ იაშვილი
Date of birth:1854
Date of death:1921  (at 67 years)
Category:Medical Doctor, Writer, Public Man

Biography

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1874 წელს და ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1882 წელს.

მუშაობდა ერევნის, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში სოფლისა და მაზრის ექიმად. ამავე დროს მონაწილეობდა სოფლად თეატრალური საქმიანობის აღორძინებაში, კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში; სოფელ საგარეჯოში გახსნა სამკითხველო, სოფელ სართიჭალაში საფოსტო განყოფილება, დუშეთში წიგნთსაცავ-სამკითხველო და სხვ. აბელ იაშვილის მნიშვნელოვანი ნაშრომია "სახალხო მკურნალობა კავკასიაში"- სამკურნალო საშუალებები, სახალხო მკურნალობის წესი, სახალხო ექიმები და ქართული სახალხო-სამკურნალო "კარაბადინი" 5 სურათით (გამოიცა 1904 წელს). ამ წიგნის შედგენაზე აბელ იაშვილი 18 წელი მუშაობდა. წიგნში თავმოყრილი და რიგის მიხედვით დალაგებულია გავრცელებული სამკურნალო საშუალებების სახელწოდებები ქართულ, ლათინურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე; აღნუსხულია სამკურნალო ყვავილები, მცენარეები, თესლები, ბალახები, მიწა-ნიადაგი, ქვები, ხალხური შელოცვები, ზნე-ჩვეულებები, დასტაქრობა, კარაბადინის შინაარსი, ქართულად მისი წარმოშობის დრო და სხვ. არის მრავალი სამედიცინო ნაშრომისა და სტატიის ავტორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.379

Bibliography


Share: