Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჩაჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საღამოს დასწრებული განყოფილება და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1968 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს საპროექტო ბიუროში მხაზველად; 1966 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენი"-ს სისტემაში მშენებელ ოსტატად; 1969-1972წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1973-1976წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო კონსტრუქციების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1976-1988წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1989 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს გაერთიანება "საქმშენსისტემა"-ში პროექტის ანალიზისა და ექსპერტიზის განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 1998 წლამდე; 1999-2015წწ. მუშაობდა კომპანია "ქართუ ჯგუფის" საპროექტო ორგანიზაციაში უფროს ინჟინერ კონსტრუქტორად, პროექტის მთავარ ინჟინრად; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 276
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |