The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ტყემალაძე

გურამ ტყემალაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკუ­ლ­­ტეტი 1963 წელს.

1965-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკა­დემიის ბიოქიმიის ლაბორატორიის ასპირანტი; 1968 წელს, როგორც ბიოქიმიის ინსტიტუტის ერთ-ერთი საუკეთესო შრომის ავტორი, და­ჯილდოვდა პრე­მიით; 1968-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადე­მიის ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეც­ნიერ-თა­ნამ­შრომელი; 1975-1995წწ. - საქართველოს სტუდენტთა რეს­პუბ­­­ლი­კური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საბჭოს თავმჯდო­მა­რის მოად­გი­ლე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სტუდენტთა სამეცნიერო შრომები არაერთხელ იქნა პრემირებული, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო კონკურსებში. 1975-2004წწ. იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავე­ტე­რი­ნარო სასწავლო-კვლევითი ინსტი­ტუტის (აკადემიის) არაორ­­განული ქიმიის, ბიოორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის კათედ­რის გამგე; 1968 და 1984 წლებში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დი­სერ­ტაციები მოსკოვში; 1984 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2005-2012წწ. მუშაობდა საქართველოს აგრარული უნი­ვერ­სიტეტის ქიმიის დეპარ­ტამენტის სრული პროფესორის თანამ­დე­ბობაზე; 2014 წელს  აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეც­ნიე­რებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2017 წელს სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ბიოქიმიის დარგში ექსპერტის წოდება. 2019 წელს აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). გურამ ტყემალაძე მონაწილეობდა მთელი რიგი საერ­თა­შორისო კონფერენ­ციე­ბისა და სიმპოზიუმების ორგანი­ზებაში. არაერ­თხელ იყო ოფი­ცია­ლური დელეგაციების წევრი. სამეც­ნიე­რო მოხსე­ნე­ბებით გამო­დიოდა მსოფ­ლიო ყრილობებსა და კონ­გ­რესებზე: რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, გერმანია, იუგოს­ლა­ვია, კანადა, ესპანეთი,  შოტ­ლან­დია, საბერძნეთი, ბელგია,  ჰოლანდია. სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 9 სახელმძღვანელო და 4 ენციკლოპედიური და განმარტებითი ლექსიკონი. 2021 წლის 20-21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივე­რ­სიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფე­სორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერ­თა­შორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებში". 1968 წელს მიღებული აქვს პრემია - " საუკეთესო შრომის ავტორი". მეცნიერი, ბიოქიმიკოსი, საგულისხმო შრომების ავტორი ენათმეცნიერებაში, რელიგიურ-ქრისტიანულ პუბლიცისტიკასა და დარგობრივ ტერმინოლოგიებში. პოეტური კრებულებისა და საესტრადო სიმღერების ტექსტის ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი, აკადემიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2014-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2019-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: