Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ტყემალაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1968წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ლაბორატორიის ასპირანტი; 1968 წელს, როგორც ბიოქიმიის ინსტიტუტის ერთ-ერთი საუკეთესო შრომის ავტორი, დაჯილდოვდა პრემიით; 1968-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1995წწ. - საქართველოს სტუდენტთა რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სტუდენტთა სამეცნიერო შრომები არაერთხელ იქნა პრემირებული, როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო კონკურსებში. 1975-2004წწ. იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის (აკადემიის) არაორგანული ქიმიის, ბიოორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგე; 1968 და 1984 წლებში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები მოსკოვში; 1984 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2005-2012წწ. მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის სრული პროფესორის თანამდებობაზე; 2014 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2017 წელს სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა ბიოქიმიის დარგში ექსპერტის წოდება. 2019 წელს აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). გურამ ტყემალაძე მონაწილეობდა მთელი რიგი საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებაში. არაერთხელ იყო ოფიციალური დელეგაციების წევრი. სამეცნიერო მოხსენებებით გამოდიოდა მსოფლიო ყრილობებსა და კონგრესებზე: რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, გერმანია, იუგოსლავია, კანადა, ესპანეთი, შოტლანდია, საბერძნეთი, ბელგია, ჰოლანდია. სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 9 სახელმძღვანელო და 4 ენციკლოპედიური და განმარტებითი ლექსიკონი. 2021 წლის 20-21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფესორ გურამ ტყემალაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებში". 1968 წელს მიღებული აქვს პრემია - " საუკეთესო შრომის ავტორი". მეცნიერი, ბიოქიმიკოსი, საგულისხმო შრომების ავტორი ენათმეცნიერებაში, რელიგიურ-ქრისტიანულ პუბლიცისტიკასა და დარგობრივ ტერმინოლოგიებში. პოეტური კრებულებისა და საესტრადო სიმღერების ტექსტის ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი, აკადემიკოსი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |