Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში, მუშაობდა ხაშურის რკინიგზის დეპოში. 1899 წელს, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, მუშაობდა თბილისის რკინიგზის დეპოში, სადაც რევოლუციურ მუშაობაში ჩაება. 1901 წელს დააპატიმრეს, იჯდა მეტეხის ციხეში, იმავე წლის 9 ივლისს სამი წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს. ავადმყოფობის გამო 1903 წელს ციმბირიდან გაანთავისუფლეს. 1904 წლიდან სოფელ არგვეთში და საჩხერის რაიონში ჩამოაყალიბა არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციები, იყო 1905 წლის რევოლუციური განმათავისუფლებელი მოძარობის ერთ-ერთ აქტიური მონაწილე: მართავდა მიტინგებს, ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტებს, შექმნა მთავრობის საწინააღმდეგო მებრძოლი წითელი რაზმი და სხვ. 1906 წელს ვლადიმერ იაშვილმა სხვა რევოლუციონერებთან ერთად დატოვა საჩხერე. მეფის მთავრობა მის ახლობლებს სასტიკად გაუსწორდა, ვლადიმერ იაშვილი ისევ დაიჭირეს და ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც ჭლექით დაავადებული სოფელ უსტ-უდეში გარდაიცვალა. ვლადიმერ იაშვილი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ლექსებს. მას ეკუთვნის არალეგალურ გაზეთ "ბრძოლაში" მოთავსებული ლექსი "22 აპრილი" (1901, №1), ("კვალი", 1896, №36-39, "ჯეჯილი", 1897, №4). ალექსანდრე აბაშელმა ვლადიმერ იაშვილს მიუძღვნა ლექსი "პირველი მაისის პირველ მომღერალს" - "Первому певцу первого Мая" ("Заря Востока", 1946, №207). პროპაგანდისტ-ორგანიზატორი, რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.382
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |