The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ცანავა

ვალერიან ცანავა
Date of birth:25 January, 1935  (90 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგმცოდნეობა-აგროქიმიის სპეციალობით 1958 წელს.

1958 წელს მუშაობა დაიწყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში აგროქიმიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-მუშაკად, ოზურგეთი-ანასეული; 1966 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება და დაინიშნა უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1972 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის წოდება; 1972-1995წწ. - ჩაის და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წელს მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის წოდება; 1991 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება 1995-2006წწ. - ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან - ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის აგროქიმია ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია  სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ჟურნალებში. ავტორია შრომის: "ჩაის მცენარის კვების აგროქიმიური საფუძვლები" (თბილისი, გამომცემლობა "მეცნიერება", 1985). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1991), აკადემიკოსი.

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1973 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: