The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯონდო ჩხეიძე

ჯონდო ჩხეიძე
Legal name:ჯონი ჩხეიძე
Date of birth:10 August, 1942
Date of death:11 November, 2024  (at 82 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1969 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ინსტიტუტში შესვლამდე თბილისის ქარხანა "ელექტროავტომატში"; შემდეგ კი საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" მხაზველად, ტექნიკოსად, უფროს ტექნიკოსად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით გაიგზავნა ქ. სამარაში (ყოფილი "კუიბიშევი") საპროექტო ინსტიტუტ "კუიბიშევგრაჟდანსტროიში" არქიტექტორად; მონაწილეობდა ქალაქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაპროექტებაში; 1971 წელს გადმოვიდა თბილისში და მუშაობას იწყებს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი; 1999-2017წწ. მუშაობდა შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალში"; მის მიერ დამუშავებული პროექტებია: პროფკავშირის 2500 ადგილიანი ტურისტული კომპლექსი ქ. გაგრაში, სამთო სათხილამურო ბაზა მესტიაში, 100 ადგილიანი სანიჩბოსნო სადგური ფოთში, სანატორიუმი 800 ადგილზე გუდაუთაში, სამშობიარო სახლი მცხეთაში, საბავშვო ბაღი გაგრაში, რომელსაც მიენიჭა ლაურეატობა ქ. კიევში და სხვა; მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის ბინების აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაში; მისი მონაწილეობით დაპროექტდა მრავალი საკულტო ნაგებობები, კერძოდ: ერთ-ერთი თანამედროვე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თბილისში, წმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი ბათუმში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის ეკლესია თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 286-287

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: