Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანატოლი ბოკერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1938-1958წწ. მუშაობდა თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სხვადასვა თანამდებობებზე; 1958 წელს დაინიშნა თბილისი გაზის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის უფროსად. 1959 წელს ინსპექცია დაექვემდებარა მინისტრთა საბჭოს სამთო ტექზედამხედველობის კომიტეტს, როგორც რესპუბლიკის გაზის ტექზედამხედველობის ინსპექცია. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის გაზიფიკაციის დარგში სიახლეების და ახალი მეთოდების დანერგვის საკითხებში. შექმნა და დააკომპლექტა კოლექტივი ნიჭიერი კადრებით. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და წარჩინების დიპლომი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 46 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |