Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჩოჩელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი 1968 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. 1976-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენი"-ს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად), 1987-2010წწ. ამავე ტრესტის (ს.ს. "თბილმრეწვმშენი №3") სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ტრიკოტაჟის ფაბრიკა (გლდანში), აბრეშუმის ფაბრიკა (სანზონაში), ქარხანა "ცენტროლიტის" რეკონსტრუქცია და სპორტული ინვენტარის ფაბრიკა; აგრეთვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთი"-ს სტუდია დ. აღმაშენებლის გამზირზე და თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის კომპლექსი შ. რუსთაველის გამზირზე ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 290
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |