შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ცისკარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1975 წელს. 1975-2002წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტ"-ში, №6 არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1983 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ქ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში; 2002-2004წწ. იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2004-2007წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მისი მონაწილეობით დამუშავებულ იქნა არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი, მათ შორის: საცხოვრებელი სახლი პოლიკლინიკით და საერთო საცხოვრებელი სატყეო ტექნიკუმის სტუდენტებისათვის ქ. ბორჯომში, პანსიონატი 300 ადგილზე ქ. გუდაუთაში, საცხოვრებელი კვარტალი მეფრინველეობის ფაბრიკისათვის ქ. კასპში, საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში და ქ. მცხეთაში; ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა კონკურსში "თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება" (ქ. თბილისში) - პროექტს მიენიჭა პირველი ადგილი (1994). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 293-294 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |