Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანასტასია კაიშაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვეშეთი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1917 წელს. 1919 წელს დაინიშნა თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის ფსიქოლოგიისა და ლოგიკის მასწავლებლად. 1926 წელს, განათლების სახალხო კომისარიატმა სტიპენდიით მიავლინა მოსკოვის სამედიცინო პედაგოგიკისა და მოსკოვის მე-2 უნივერსიტეტში ლოგოპედიისა და სურდოპედაგოგიკის შესასწავლად (პროფესორები: თ. რაუსი, ვ. კაშჩენკო). 1928-1940წწ. მუშაობდა თბილისის ყრუ-მუნჯთა სკოლაში სპეციალისტად; 1929-1933წწ. საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1931 წლიდან ლოგოპედიის პედაგოგად ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში, სამეცნიერო აკადემიასა და ბავშვთა პოლიკლინიკებში; 1930 წელს მოსკოვში დეფექტოლოგთა ყრილობაზე გამოვიდა მოხსენებით: "დეფექტოლოგიური მუშაობა საქართველოში" - აღნიშნულ ყრილობაზე ანასტასია კაიშაური დასახელებულ იქნა დელეგატად, მომდევნო ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება: "ქართულ ბგერათა სპეციფიკურობა"; ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში წაიკითხა მოხსენებები: "ენაბლუობა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა" (1932), "ენაჩლუნგობის ტიპოლოგიისათვის" (1934), "მეტყველების ფონასეთიური მოშლილობა"(1936) და სხვ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერების განყოფილების მე-6 სამეცნიერო სესიაზე, 1942 24-25 აპრილს წაიკითხა მოხსენება "კონტუზირებულთა მეტყველების აღდგენა ხმოვანი ბგერებით" ( ეს მოხსენება წაიკითხა აგრეთვე 1943 წელს ჰოსპიტალში და ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში). საქართველოში ლოგოპედიისა (პრაქტიკულ-თეორიული) და ქართული სურდოპედაგოგიკის დამაარსებელი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.485 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |