The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ ჭყოიძე

როინ ჭყოიძე
Date of birth:15 August, 1936  (88 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დ. ხარაგაული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1966წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სახელმწიფო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზჰიდროპროექტის" თბილისის ფილიალის სპეცპროექტების განყოფილების უფროს ინჟინრად; 1966-1975წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტი"-ს მთავარ სპეციალისტად და პარალელურად, შეთავსებით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1975-1983წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნმშენპროექტის" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1983-1992წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" მთავარ ინჟინრად პროექტის დარგში; ამავე პერიოდში, შეთავსებით, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკეანალოგიის კათედრაზე; 1992-1999წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკომუნპროექტი"-ს მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან არის სპს "ეკოპროექტის" დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დამუშავებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო, ნაპირდაცვითი და კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროექტები. მათ შორის: ქ. თბილისის წყალსადენის წყალმიმღები ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების რეაბილიტაციის, "თბილისი-რუსთავის" გამწმენდი ნაგებობებისა კომპლექსის, ქ. თბილისის სანიაღვრე კანალიზაციის ქსელების, ქ. თბილისის კანალიზაციის კოლექტორზე მდ. მტკვრის გადამკვეთი სამი დიუკერის მოწყობის, საქართველოს 44 დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების, ასევე ყარაჯალა, სასირეთის, მუღანლოსა და ხანჩალის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის, საქართველოს სამთო-გამამდიდრებელი კომბინატების (ტყვარჩელის, ტყიბულის, ჭიათურისა და მადნეულის) წყალმომარაგებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და სხვა აგრეთვე არის მთავარი ინჟინერი შემდეგი გენერალური განვითარების გეგმების პროექტების: საქართველოს დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, საქართველოს შავი ზღვის ნაპირების დაცვის, საქართველოს მდინარეების ნაპირების დაცვის; თანაავტორია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ახალი მეთოდით დაცვის ღონისძიებების შემუშავება-დანერგვის; აქტიურად მონაწილეობდა "ბაქო-ჯეიჰანის" გაზსადენისა და "ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის პროექტების ექსპერტიზაში; ასევე მონაწილეობდა მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო დოკუმენტაციის - სამშენებლო ნორმებისა და წესების კრებულის დამუშავებაში; არის 20-მდე ნაშრომის ავტორი; მრავალწლიანი სამეცნიერო-შრომითი საქმიანობისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები, მათ შორის "წლის ინჟინრის წოდება".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 317-318

Member of Organizations

  • საქართველოს მშენებლობის ექსპერტთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: