The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თევდორე კალანდაძე

Date of birth:1878
Date of death:1937  (at 59 years)
Category:Public official, Politician

Biography

1917-1922 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი, საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის და ცენტრალური კომიტეტის წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონაწილეობდა ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების პირველ ყრილობაში. 1924 წლის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნად და იყო საქართელოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი, როგორც აქტიური ტროცკისტი და ოპოზიციური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გარიცხულ იქნა პარტიიდან, ამავე მიზეზით 1928 წელს გასახლებულ იქნა საქართველოს საზღვრებს გარეთ და 1931 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა გადასახლებაში.  შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1935 წლის 9 მარტის და 1936 წლის  26 მაისის გადაწყვეტილებებით გასამართლებულ იქნა კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. მიესაჯა გადაასახლება ქ. მაგადანში, სადაც გარდაიცვალა 1937 წელს. კომისართა საბჭოს საარბიტრაჟო კომისიის თავმჯდომარე. 

წყარო: სტალინური სიები საქართველოდან ge.openlist

Member of Organizations

  • კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტია, წევრი

Share: