Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჯაოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს; ქ. ვიბორგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1983 წელს 1980-1983წწ. მუშაობდა ქ. ვიბორგის სამთო გადამამუშავებელ კომბინატში კარიერის უფროსად; 1983-1984წწ. ქ. თბილისში №1 რკინაბეტონის ქარხანაში საამქროს უფროსად; 1984-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისრტროს საწარმოო გაერთიანება "საქმონოლითმშენის" სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებელი; 1990-1994წწ. იყო სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1994-1999წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის სამშენებლო კომპანიის სამშენებლო სამმართველო №175 მთავარ ინჟინრად; 2000-2007წწ. იყო ქ. მოსკოვის დეველოპერული კომპანია "არქტურსტროის" მთავარი ინჟინერი; 2007-2009წწ. იყო დეველოპერული კომპანია "მსტარის" წარმომადგენლობის უფროსი მაროკოში; 2010-2018წწ. მუშაობდა ქ. თბილისში სამშენებლო კომპანია "როიალ ბილდინგ ჯორჯიას" მთავარ ინჟინრად; 2019 წლიდან არის შპს №1 სამშენებლო კომპანიის მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა საქართველოში მონოლითური კარკასის კონსტრუქციების დანერგვაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 337-338
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |