The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ წულუკიძე

მიხეილ წულუკიძე
Date of birth:1887
Date of death:1944  (at 57 years)
Burial location:დოროთეენშტადტის სასაფლაო, ბერლინი (გერმანია)
Category:Literary scholar

Biography

მიხეილ და ქრისტინე წულუკიძეები 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა ოკუპაციისა და მიხეილ წულუკიძის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის გამო იძულებული იყვნენ, რომ საქართველო დაეტოვებინათ. მათ სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად დაახლოებით 1922 წლისთვის გერმანიაში, ბერლინში ჩააღწიეს, სწორედ აქედან იწყება ოჯახის ცხოვრების ახალი, გრძელი და სირთულეებით აღსავსე ეტაპი. უკიდურესი გაჭირვების გამო წულუკიძეები ბერლინთან ახლოს ადლერსჰოფში, წითელი ჯვრის ლტოლვილთა ბანაკებში დასახლდნენ და იქ წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. გახშირებული "ალარმის", ანუ საჰაერო განგაშის გამო ოჯახს ხშირად უწევდა ბუნკერში დამალვა. ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის დროს, 1943 წლის ნოემბერში, მათი ბინა დაიწვა. ხანძრის ამბავს თავად ქრისიტინე წულუკიძე აღწერს მოგონებებში. სწორედ ამ დღეს გაცივდა მიხეილ წულიკიძე და ავად გახდა. მას ავადმყოფობა გაურთულდა და 1944 წლის დასაწყისში ოპერაცია დასჭირდა. უბინაოდ დარჩენილი ქრისტინე წულუკიძის ოჯახი მისმა კოლეგამ და სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორმა, პროფესორმა შულცმა შეიფარა. მიხეილ წულუკიძე ჭრილობის მოსაშუშებლად და სარეაბილიტაციოდ 1944 წლის მარტიდან გაემგზავრა ზანდორფში, მეგობარ ბარონებთან, რომლებსაც თავიანთ სასახლეში ამ დროისათვის პანსიონი ჰქონდათ ორგანიზებული. ბოლოს და ბოლოს მიხეილ წულუკიძემ ბერლინში დაბრუნება გადაწყვიტა. თავს ცუდად არ გრძნობდა, მაგრამ ივლისში მეუღლეს, ქრისტინე თოდუა-წულუკიძეს წერდა, ჭრილობა კიდევ მაწუხებსო. ბერლინისკენ მიმავალი მიხეილ წულუკიძე გზაში ცუდად გახდა, საავადმყოფოში მოხვდა და მალე გარდაიცვალა, ისე, რომ ოჯახის ნახვა ვეღარ მოასწრო. ამ პერიოდისთვის ის თითქმის ჩამოშორებული იყო ქართული სათვისტომოს პოლიტიკურ ცხოვრებას და უფრო მეტ დროს მხატვრული ლიტერატურისა თუ ლიტერატურული კრიტიკის წერას უთმობდა. ჩვენამდე მოაღწია მიხეილ წულუკიძის დასრულებულმა და დაუსრულებელმა მოთხრობებმა, ესეებმა, ალექსანდრე ყაზბეგის "ელისოს" მისეულმა თარგმანმა გერმანულ ენაზე, საქმიანმა წერილებმა და ლიტერატურულმა კრიტიკამ. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი, სოციალ-დემოკრატი, ლიტერატორი. ქრისტინე თოდუა-წულუკიძის მეუღლე და გოგი წულუკიძის მამა. გერმანიაში ქართული ემიგრაციის წარმომადეგენელი.

წყარო: ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი / ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე.-თბ.,2019.-224გვ. (scribd.com)


Share: