The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გოგოლაძე

ალექსანდრე გოგოლაძე
Date of birth:1908
Date of death:1968  (at 60 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს.

1930-1938წწ. მუშაობდა აწჰესის მშენებლობაზე: უმცროს ინჟინრად, მშენებლობის მექანიზაციის განყოფილების უფროსად, ჰესის ელექტროძალოვანი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების გამყოფილების უფროსად; 1938-1968წწ. "საქენერგო"-ს სისტემა: 1938-1941წწ. უფროსი ინჟინერი; 1941-1968წწ. მთავარი ინჟინრის მოადგილე-ტექნიკური განყოფილების უფროსი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა საქართველოს ენერგოსისტემის ახალი ტექნიკით ღჭურვის საერთო სასისტემო სქემები. ამ პერიოდში იყო ავტომატიზებული და ტელემექანიზებული რამდენიმე ჰესი, განხორციელდა ხრამჰესის და სოხუმჰესის ტელემართვა ენერგოსისტემის ცენტრალური  სადისპეჩერო პუნქტიდან.  წლების განმავლობაში იყო საქართელოს ენერგეტიკული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი., საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის ავტომატიზაციის  მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი. დაჯილდოვებულია სსსრკ ელექტროსადგურებისა და ელექტრომექანიკური მრეწველობის სამინისტროსა და საკავშირო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმიის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.84-85

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: