The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ვარაზაშვილი

ვერა ვარაზაშვილი
სხვა სახელი:ფეფიკო ვარაზაშვილი
ფეფიკო ვარაზი
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1937  (19 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილის ტრაგედია გარკვეულწილად მამას უკავშირდება. ივანე ვარაზაშვილი 1928 წელს სპარსეთის შაჰის, რეზა-ხან ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა მთავრობის ნებართვით ირანში სათავეში ჩაუდგა ირან-ინდოეთის რკინიგზის მშენებლობას. საზღვრების ჩაკეტვისა და რეპრესიების გამო ივანე თეირანში დარჩა და იქიდან უგზავნიდა ფულს ოჯახს. მართალია, სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ პატარა გოგოს ხელს არ ახლდებდნენ. 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დაპატიმრეს. 1937 წლის 11 აგვისტოს შინსახკომის სამეულმა მას ბრალად ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა წაუყენა და უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯა. შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, სრულიად უდანაშაულო 19 წლის გოგონა 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს. საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი, რეპრესირებული. ივანე ვარაზაშვილის შვილი.

წყარო: სააგენტო "პრაიმტაიმი": old.primetime.ge


გააზიარე: