| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ვარაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილის ტრაგედია გარკვეულწილად მამას უკავშირდება. ივანე ვარაზაშვილი 1928 წელს სპარსეთის შაჰის, რეზა-ხან ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა მთავრობის ნებართვით ირანში სათავეში ჩაუდგა ირან-ინდოეთის რკინიგზის მშენებლობას. საზღვრების ჩაკეტვისა და რეპრესიების გამო ივანე თეირანში დარჩა და იქიდან უგზავნიდა ფულს ოჯახს. მართალია, სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ პატარა გოგოს ხელს არ ახლდებდნენ. 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დაპატიმრეს. 1937 წლის 11 აგვისტოს შინსახკომის სამეულმა მას ბრალად ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა წაუყენა და უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯა. შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, სრულიად უდანაშაულო 19 წლის გოგონა 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს. საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი, რეპრესირებული. ივანე ვარაზაშვილის შვილი. წყარო: სააგენტო "პრაიმტაიმი": old.primetime.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

