| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი მარგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1906 წელს. 1907 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მალე გარიცხეს არალეგალურ წრეებში მონაწილეობისათვის. მსახურობდა თბილისის სიძველეთა დაცვის კომიტეტში, იმავე დროს იყო ზემო სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი. ლექსებს ბეჭდავდა "კოლხიდაში", "განათლებაში", "თემში", "სახალხო გაზეთში" და სხვ. აქვეყნებდა ფსევდონიმებით - ა. სვანი, ა. სვანელი; თარგმნიდა რუს პოეტთა ნაწარმოებებს; წერდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს; აკაკი მარგიანს "ზვიად სვანს" უწოდებდნენ. აღსანიშნავია მისი ლექსები: "კვლავ წყვდიადი", "არწივის სიმღერა", "ტაძარი", "თამარი" და სხვ. გამოუქვეყნებელი დარჩა ეთნოგრაფიული ნარკვევები სვანეთის ცხოვრებიდან, მოგონებები აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და იროდიონ ევდოშვილის შესახებ. პოეტ რევაზ მარგიანის მამა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.30; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.32; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

