The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახაბერ გველებიანი

Date of birth:21 August, 1968  (56 years)
Category:Economist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამართლისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი ეკონომიკის განხრით 2003 წელს.

1989-1996წწ. მუშაობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ბაბილის სკოლაში მასწავლებლად, 1996 წელს ოჯახის გარდაბნის რაიონში ჩამოსახლების გამო, მუშაობა დაიწყო გარდაბნის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც წესიერმა და შრომისუნარიანმა სპეციალისტმა; 2002 წელს აირჩიეს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარედ, 2004 წელს დააწინაურეს და გადაიყვანეს საქართველოს პრეზიდენტის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ; 2007 წელს გადაიყვანეს საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2008 წელს სამუშაოდ დააბრუნეს თავის მშობლიურ ლენტეხის რაიონში და დანიშნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, სადაც დიდი ენერგიითა და მდიდარი გამოცდილებით შეუდგა საქმიანობას; 2009 წელს სამუშაოდ ქ. თბილისში დაბრუნდა და დანიშნეს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ, სადაც დღემდე განაგრძობს მისთვის მეტად საინტერესო საქმიანობას. მიღებული აქვს ეკონომიკის ობიექტის საგანგებო და სამოქალაქო თავდაცვის სერთიფიკატი, აგრეთვე სერიფიკატი შვედეთის ადგილობრივი მმართველობის ასოციაციის საგრაფო საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.130

Member of Organizations

  • გარდაბნის საკრებულო, თავმჯდომარე (2002-)

Share: