Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაქარია კანდელაკი![]()
Biographyდაამთავრა საოსტატო სემინარია. მუშაობდა აღმზრდელ-მასწავლებლად ქართულ გიმნაზიაში. ორი წლის შემდეგ, 1886 წელს დანიშნეს თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში ინსპექტორის თანაშემწედ (უფროს მასწავლებლად), 1888 წლიდან კი თბილისის მებაღეობის სასწავლებელსა და ოთხკლასიან სახელოსნო სასწავლებლის ქართულ-რუსულ კლასებში აღმზრდელ-მასწავლებლად. ზაქარია კანდელაკი თარგმნიდა სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებს სასწავლო პროგრამების მიხედვით. მას დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის ქალთა პროფესიული სასწავლებლისა და ასევე ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოების დაარსებაში. 1896 წელს ზაქარია კანდელაკი მივლინებით გაემგზავრა რუსეთში ქ. ნიჟნი ნოვგოროდის დიდ სამრეწველო გამოფენაზე, სადაც სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარემ, პროფესორმა ტერსკიმ და მისმა თანაშემწემ პროფესორმა ა. ი. კოვენკომ მას დაავალეს სახალხო სკოლების მასწავლებლების და სხვადასხვა დარგის სახელოსნო და სამეურნეო განყოფილებების ხელმძღვანელობა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.541 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |