The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია გრიქუროვი

ზაქარია გრიქუროვი
Date of birth:1841
Date of death:10 November, 1910  (at 69 years)
Category:Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1863 წელს და მთავრობის ხარჯით გაიგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა ბუნებისმეტყველებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1867 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში.

საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, კარგად შეისწავლა ქართული ენა. ზაქარია გრიქუროვი დაახლოებული იყო ილია წინამძღვრიშვილთან და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს დიდ დახმარებასა და თანადგომას უწევდა; ეხმარებოდა გაჭირვებულ მოსწავლეებს - მათ სწავლა-განათლებას აფინანსებდა. სომხური და რუსული წიგნების გარდა გამოცემდა ქართულ სახელმძღვანელოებსა და სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურას. 1893 წელს გახსნა საკუთარი წიგნის მაღაზია. 1873 წელს მან პირველად გამოსცა ქართულ ენაზე იაკობ გოგებაშვილის დასურათებული "დედა ენა", "ბუნების კარი", "რუსსკოე სლოვო" I და II ნაწილები; ასევე საბავშვო ლიტერატურა "კონა", "კუნწულა", ალექსანდრე ყაზბეგის "ელგუჯა"; ქუთათელაძის, ნატროშვილის, ჯანაშვილის ნაწარმოებები, ასევე დაბეჭდა საქართველოს რუკა. იგი გამოცემდა ისეთ ლიტერატურასაც, რომელიც ცენზურისთვის მიუღებელი იყო. გამომცემელი, ქველმოქმედი.

წყარო: ქართველ-სომეხთა მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე ზაქარია პეტრე-ძე გრიქუროვი 1841-1910 / დაწერილი და გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძისაგან.-ტიფლისი, 1926.-15გვ. (dspace.gela.org.ge)


Share: