შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფია1937 წლის 5 ივლისს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 15 აგვისტოს გამოიცა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისრის, ეჟოვის ოპერატიული ბრძანება №00486, რომელმაც განსაზღვრა ათასობით საბჭოთა ქალისა და ბავშვის მომავალი ბედი თუ უბედობა. ცისფერყანწელი ნიკოლოზ მიწიშვილი ანტისაბჭოთა საქმიანობის, აგიტაცია-პროპაგანდისა და მავნებლობის ბრალდებით 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს შინსახკომის ორგანოებმა, 2 ივლისს გაასამართლეს და განაჩენი - დახვრეტა სისრულეში 12 ივლისს მოიყვანეს. რეპრესიებს ვერ აცდა მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი. 1931 წელს მოსკოვში დაბეჭდილა ღია საფოსტო ბარათები განზოგადებული სახელწოდებით - "ქართველი ქალი", რომლებზეც ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი თამარ ბაგრატიონი იყო გამოსახული. თამარ ბაგრატიონის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1956 წლის საინფორმაციო ცნობაა შემონახული, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაგრატიონ-მიწიშვილს შეეფარდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის 58-10 და 58-11 მუხლები, დააპატიმრეს 1937 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე. აღსანიშნავია, მან თავი დამნაშავედ არ ცნო, სასამართლოზე განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და არც ქმრის დანაშაულებრივ ქმედებებზე იცის რამე. შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, როგორც "ხალხის მტრის" ოჯახის წევრს, მიესაჯა 8 წლით გადასახლება შრომა-გასწორების ბანაკში. თბილისში დაბრუნდა 1945 წელს, გარდაიცვალა 1979 წელს, 70 წლის ასაკში. რეპრესირებული.
წყარო: ფოტო ამბები: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |