The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია მახარაძე

მაია მახარაძე
Date of birth:1958  (67 years)
Category:Writer, Painter, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირი.

დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით; ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვრის სპეციალობით და ქალაქ თბილისის N36 პროფესიულ სწავლებათა ტექნიკუმი (მზაქსოვილის ხარისხის კონტროლო).

ავტორია წიგნებისა: "ცოდვილთა თეატრონი" (2005), "დამსხვრეული კერპები" (1997), მისი ლექსები შეტანილია ახალგაზრდა შემოქმედთა ერთობლივ პოეტურ კრებულში ("ძოწისფერი გვირილები", 1987). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხელვაჩაურის რაიონულ გაზეთში კორექტორად, თამბაქოს ფაბრიკაში მხატვრად, ხელვაჩაურის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში - დრამატული წრის ხელმძღვანელად, ქალაქ ბათუმის კერამიკული საამქროს მხატვრად. ამჟამად ქართულ-ფრანგული სკოლის პედაგოგია.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.60; ჟურნალი "აფინაჟი": apinazhi.ge

Bibliography


Share: