Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მახალაკიძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის რესპუბლიკური სპეციალიზებული სკოლა (კადეტთა კორპუსი, ქ. თბილისი, 1980); ფ. ძერჟინსკის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი სასაზღვრო - სამეთაურო სასწავლებელი 1984 წელს; რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია 1994 წელს (ქ. მოსკოვი). მსახურობდა: საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში (ქ. ახალციხე, ქ. ბათუმი, 1984-1999); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში (ქ. ბათუმი, 1999 - 2005, სხვადასხვა თანამდებობაზე); ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას: იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის უფროსი მასწავლებელი (2000-2005), ბათუმის სამედიცინო - ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორი (2011); ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2009 -2011), თბილისის ვახტანგ გორგასლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2010-2011), იურისტი. გამოცემული აქვს რომანები - "ტრეფიკინგის მსხვერპლი" (2014), "უთქმელი ანდერძი" (2014) და მოთხრობები "ერთი ანდერძის ექო". დაჯილდოებულია მრავალი მედლით, დიპლომით, სიგელითა და საიუბილეო სამკერდე ნიშნით; მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.62; აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია: facebook.com Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |