Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს; ასპირანტურა 1968 წელს. 1960-1962წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1962-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის ასისტენტი; 1964 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ტექნიკური ელექტრონიკის კათედრაზე: 1971-1987წწ. დოცენტი; 1978-2006წწ. ასოცირებული პროფესორი; 1980-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და ელექტროტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1989-2006წწ. ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის გამგე; 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომექანიკისა და ელექტროტექნიკის დეპარტამენტის სრული პროფესორის თანამდებობაზე. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 6 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს, აგრეთვე მრავალი მეთოდური ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია სსრკ უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტროს სამლერდე ნიშნით "წარჩინებული მოღვაწეობისათვის". ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2007). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 102 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |