Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1981 წელს; ქუთაისის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სასწავლებელი 1996 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქუთაისის პედინსტიტუტის ადგილობრივი რადიოს ხელმძღვანელად და მოსამზადებელი განყოფილების მდივნად, ქართული ბიბლიის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტად, გელათის სასულიერო აკადემიისა და ქუთაისის საქალაქო რადიოს რელიგიურ გადაცემათა ხელმძღვანელად; 1998 წლიდან ლექციებს კითხულობს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში; იყო ჟურნალისტიკისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამჟამად არის პრორექტორის თანაშემწე. გამოცემული აქვს წიგნები: "ვინ არის ილიას განდეგილი?" (1999), "უქმსიტყვაობა – საცდური კაცთა" (2005), "გონიერი დედაკაცი უფლისგან არის" (2007), დაუჯდომელი საგალობელი "ყოვლისა სოფლისა სალხინებელი" ( 2015), ლექსების კრებული ტაო-კლარჯეთზე – "ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად" (2014, 2018), საბავშვო ლექსები "ნიკუშას ლექსები" (2014, 2017, 2018), პოეტური კრებული "სიჩუმის ბინადარი" (2018). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |