The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა გასვიანი

ნანა გასვიანი
Date of birth:22 April, 1965  (60 years)
Category:Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

2008-2015წწ. არის ქუთაისის 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის I კატეგორიის ბიბლიოთეკარი; 2015 წლიდან ქუთაისის მე-16 ბაგა-ბაღის გამგე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა საქალაქო გაზეთ "ქუთაისში"; შემდგომ იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში (ჟურნალები: "განთიადი", "მნათობი", "ლიტერატურული გაზეთი" და სხვ.) 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისში დააფუძნა ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", რომლის პრეზიდენტია 2001 წლიდან; იყო ამ კავშირის სალიტერატურო ჟურნალის "ი/ა" რედაქტორი; ავტორია პოეტური კრებულებისა: "მებოძირი" (2006) და "რაც მზის წინ იყო" (2017); არის საბავშვო ლექსების კრებულის "ლილე" თანაავტორი და რედაქტორი, 1980-1990-იანი წლების ქუთაისის ლიტერატურული თაობების ანთოლოგიის თანაშემდგენელი და რედაქტორი; თარგმნილი აქვს მილან კუნდერას, ხორსე ლუის ბორხესის, ვლადიმერ ნაბოკოვისა და სხვათა ნაწარმოებები, რომლებიც დაბეჭდილია ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურული კონკურსის "ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის" ლაურეატი (2015), 2019 - ლიტერატურული კონკურსის "ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის" მე-3 ადგილის მფლობელი (2019).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.79-80; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანე; ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge

Member of Organizations

  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", პრეზიდენტი (2002-)
  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", წევრი (2000-2002)

Bibliography

  • რაც მზის წინ იყო : ლექსები (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2017. - 142გვ.. - ISBN: 9789941470837
  • ლილე : საბავშვო ლექსები (Co-Author). - ქუთაისი, ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", 2009. - 56გვ.

Share: