The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიცა აბაშიძე

ნიცა აბაშიძე
სხვა სახელი:ნინო აბაშიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1980  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა საქარა, ზესტაფონის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1938 წელს.

1938-1941წწ. იყო დაბა ავჭალის საექიმო უბნის გამგე; 1941-1949წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის დერმატოლოგ-ვენეროლოგიურ დისპანსერთან გაერთიანებაში მყოფ ცენტრალურ დიაგნოსტიკურ ლაბორტორიას; 1969-1980წწ. მუშაობდა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ და მთავარი ექიმის მოადგილედ ლაბორატორიული სამსახურის დარგში; 1969 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ლაბორანტი და ექიმ-ლაბორანტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; მისი ინიციატივით მთელ საქართველოში გაიხსნა ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიები; მის მიერ შესრულებული მრავალ სამეცნიერო ნაშრომთა შორის არის ერთი მონოგრაფია "პათოგენური დერმატომიკოზები" (თანაავტორებთან ერთად); ასწავლიდა სამედიცინო ტექნიკუმში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. მან უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში. ლაბორატორიულ საქმის ცნობილი ორგანიზატორი საქართველოში.

წყარო: ნიცა აბაშიძე - ქართული ლაბორატორიის ამაგდარი / ხუტა პაჭკორია, ლალი ახობაძე,სვეტლანა იაშვილი ; ესაუბრა მარი აშუღაშვილი // ავერსი.-თბილისი, 2018.-N 7 (157).-გვ.70-71; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.660-661

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმ-ლაბორანტთა საკავშირო საბჭო, წევრი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: