| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიცა აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა საქარა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1938 წელს. 1938-1941წწ. იყო დაბა ავჭალის საექიმო უბნის გამგე; 1941-1949წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის დერმატოლოგ-ვენეროლოგიურ დისპანსერთან გაერთიანებაში მყოფ ცენტრალურ დიაგნოსტიკურ ლაბორტორიას; 1969-1980წწ. მუშაობდა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ და მთავარი ექიმის მოადგილედ ლაბორატორიული სამსახურის დარგში; 1969 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ლაბორანტი და ექიმ-ლაბორანტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; მისი ინიციატივით მთელ საქართველოში გაიხსნა ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიები; მის მიერ შესრულებული მრავალ სამეცნიერო ნაშრომთა შორის არის ერთი მონოგრაფია "პათოგენური დერმატომიკოზები" (თანაავტორებთან ერთად); ასწავლიდა სამედიცინო ტექნიკუმში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. მან უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში. ლაბორატორიულ საქმის ცნობილი ორგანიზატორი საქართველოში. წყარო: ნიცა აბაშიძე - ქართული ლაბორატორიის ამაგდარი / ხუტა პაჭკორია, ლალი ახობაძე,სვეტლანა იაშვილი ; ესაუბრა მარი აშუღაშვილი // ავერსი.-თბილისი, 2018.-N 7 (157).-გვ.70-71; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.660-661 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

