Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცალხელი![]()
Biographyლექსებს ბეჭდავდა მეოცე საუკუნის დასაწყისში "ივერიაში", "ახალ დროებაში"; შალვა გოზალიშვილი, წიგნში "ქართული მხატვრული ლიტერატურის ისტორია", წერს: "პოეტ-აკადემიკოსის იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ფსევდონიმი "ცალხელი" ეკუთვნის გიორგაძეს; თუკი ვინ არის ეს გიორგაძე, მის შესახებ ცნობები არ მოგვიპოვებია. ვიცით მხოლოდ, რომ ეს გიორგაძე სინამდვილეში ცალხელა კაცი ყოფილა, რის მიხედვითაც აუღია მას თავისი ფსევდონიმი; მისი ლექსი "დილის ლაჟვარდნო" უნდა იყოს 1903-1905 წლების რევოლუციური მოძრაობით აღფრთოვანებული და იმედმოცემული ადამიანის გზნებით შექმნილი, რომელსაც იმედი ჰქონდა სამართლიანობის გამარჯვებისა, ბოროტ, ხალხის მჩაგვრელ ძალებზე, რუსეთის მეფის ხელისუფლებაზე; მეორე ლექსიც, "მოწოდება", ამავე სულისკვეთებითაა დაწერილი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.364
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |