Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარსაბ ქავთარაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მეხუთე კურსის სტუდენტი მოქმედ არმიაში ექიმ-ორდინატორად გაიწვიეს, დივიზია ახალციხეში იდგა, ხოლო 1943 წელს ლუარსაბ ქავთარაძის დივიზია უკვე ქერჩში იბრძოდა. ომის დასასრულს ლუარსაბი ქალაქ გორკში ცენტრალური ფრონტის მესამე კორპუსის ლაზარეთის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, იაპონიის წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო ოპერაციების გამო შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს და საქართველოში 1946 წლამდე ვერ დაბრუნდა. 1947 წელს ლუარსაბმა სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და სურამის სანატორიუმის თერაპიული განყოფილების გამგის თანამდებობა დაიკავა. ორიოდე წელიწადში სურამიდან გაგრის სანატორიუმ "ჩელუსკინელების" მთავარ ექიმად გადაიყვანეს, მერე კი ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მთავარ ექიმად. 1954 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში მეოთხე სამმრთველოს უფროსად მუშაობდა. 1960 წელს ლუარსაბ ქავთარაძე რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა. შვიდი წლის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ლუარსაბ ქავთარაძე - დაუღლელი ხელმძღვანელი / მარი აშუღაშვილი // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი. თბილისი, 2019. N 8 (169). გვ. 62-64 (aversi.ge); სტეთოსკოპით და ხელყუმბარით : სამამულო ომის მონაწილე ექიმი ლუარსაბ ქავთარაძე / კ. გვალია // ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1965. - 24 აპრილი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |