Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ გულბანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩუკული, ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ამბროლაურის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, ეკონომიკური ფაკულტეტი, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივესიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. სხვადასხვა დროს იყო ამ უნივერსიტეტში ელეტროტექნიკისა და ელექტრო მექანიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. იგი პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემის" ერთ-ერთი დამაარსებელია, სადაც პოლიტიკური მდივნის ფუნქციას ასრულებს. 1988 წელს მივლინებით იმყოფებოდა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო თემის დამუშავებაში, რომელიც ძირითადად მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ფილოსოფიურ პრობლემებს ეხებოდა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სვანეთში ქრისტიანობის და მართლმადიდებლური კულტურის საკითხებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.159
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |